- მედიარელიზი
- • პოლიციის სამსახურის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც იბეჭდება ორგანიზაციის ბლანკზე და შედგენილია თანამიმდევრული კორპორაციული სტილის დაცვით. პიროვნებას, რომელსაც სურს მედია - რელიზის გამოცემა პოლიციის მუშაობის პოზიტიურად გაშუქების მიზნით, რჩევისათვის უნდა მიმართოს პრესმოხელეს. მედიაანონსი და მედიარელიზი იგივეა, რაც პრესანონსი და პრესრელიზი. თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელ ტერმინს დაამკვიდრებთ პრაქტიკაში.Source: პოლიცია და მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკა [რეკომენდაციები], თავისუფლების ინს-ტი,-თბ.,• მისი დანიშნულება ინფორმირებულობაა და აქედან გამომდინარე, ის ზუსტად და დეტალურად უნდა აღწერდეს მოვლენას. მედიარელიზი ორ ძირითად მოთხოვნას უნდა პასუხობდეს: 1. ინფორმირებულობა. 2. საინტერესოდ უნდა იყოს გადმოცემული ინფორმაცია.Source: პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
Georgian encyclopedia. 2013.